როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 4 თებერვალს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
თებერვალი მზიანი და თბილი დღეებით გვანებივრებს. გამონაკლისი არც ხუთშაბათს იქნება – დედაქალაქში 15 გრადუსამდე დათბება.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 4 თებერვალს დედაქალაქში უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ მცირე მოღრუბლულობით.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით პლუს 15 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:10 საათზე ამოვა და 18:19 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0