თოვლი, ნისლი, ძლიერი ქარი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი, ნისლი, ძლიერი ქარი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თოვლი, ნისლი, ძლიერი ქარი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ - 11-12 დეკემბერს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოეს დღეებში, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში დაუბერავს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე,  ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში 11-12 დეკემბერს მოსალოდნელია სველი თოვლი, ნისლი. დროგამოშვებით დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. ბარში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი მინუს 4 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 25-30 მეტრამდე გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით 17 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 2-4 გრადუსი სითბო იქნება.

მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა - დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მუნის 8 გრადუსს მიაღწევს, დღისით იქნება 10 გრადუსი სითბო. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოთოვს - ღამით ტემპერატურა მინუს 12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით იქნება 0 გრადუსი.

თბილისში 11 დეკემბერს მოსალოდნელია სველი თოვლი - ჰაერის ტემპერატურა დღისით 3 გრადუს სითბოს შეადგენს, ღამით ო გრადუსამდე დაიკლებს. შაბათს დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, დღისით ტემპერატურა +5 გრადუსამდე აიწევს.

ყველა ახალი ამბავი
0