საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები შემოდგომის ბოლო დღეებში თბილ ამინდს პროგნოზირებენ, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში დასავლეთ საქართველოში თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–19 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით პლუს 7–12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8–10 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0