თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 19 ნოემბერს სიცივე და წვიმაა მოსალოდნელი. დღისით შესაძლოა მოთოვოს კიდეც.
მინიმალური ტემპერატურა პლუს 3 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება.
ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე 07:55 საათზე ამოვა და 17:36 საათზე ჩავა.