წვიმა, თოვლი, ყინვა – როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

გამოწერა
19 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში თოვლჭყაპია მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა 3–5 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 16–19 ნოემბერს ნალექს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17-19 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა პლუს 10–15 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მოსალოდნელია თოვლჭყაპი – ჰაერის ტემპერატურა პლუს 1–6 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთაში და მაღალ მთაში მოთოვს – ღამით ყინვა 10 გრადუსს მიაღწევს.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. 16-17 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა პლუს 13–14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს დედაქალაქში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 3–5 გრადუსამდე დაიკლებს.

ყველა ახალი ამბავი
0