წვიმა, წყალდიდობა, შტორმი: უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში

გამოწერა
სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატებაა შესაძლებელი

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ამინდი ფუჭდება - წვიმიანი ამინდი 3 ნოემბრამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„1-2 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის  დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0