როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური შემოდგომის თბილი ამინდები გრძელდება – სინოპტიკოსები ოთხშაბათს დედაქალაქში 25 გრადუს სითბოს გვპირდებიან.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს ნაწილობრივ ღრუბლიანი და უპირატესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით +14 გრადუს ნიშნულზე, ხოლო დღისით მაქსიმალური 25 გრადუსი სითბო იქნება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:12 საათზე ამოვა და 18:20 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0