როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 3 ოქტომბერს

გამოწერა
შაბათს დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 25 გრადუს სითბოსა და უღრუბლო ცას გვპირდებიან.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 3 ოქტომბერს მზიანი, უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა ღამით 15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მაქსიმალური დღისით 25 გრადუსი იქნება.

ქარი ღამით წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:00 საათზე ამოვა და 18:38 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0