როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 17 სექტემბერს

გამოწერა
ხუთშაბათს ბუნება შეგვახსენებს, რომ უკვე შემოდგომაა – სინოპტიკოსები დედაქალაქში მცირე მოღრუბლულობასა და სუსტ წვიმას პროგნოზირებენ, დაიკლებს ტემპერატურაც.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 17 სექტემბერს ღრუბლიანი ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +19 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:43 საათზე ამოვა და 19:06 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0