როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 აგვისტოს

გამოწერა
დედაქალაქში ოთხშაბათს ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია წვიმაც. დღისით ჰაერი 32 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 12 აგვისტოს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +22, ხოლო დღისით +32 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი/წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:06 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0