უამინდობა საქართველოში: რას გვპირდებიან სინოპტიკოსები?

გამოწერა
დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. წვიმა ხვალ მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილშია ნავარაუდევი.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ნალექის ინტენსივობა შემცირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 31 ივლისს

კოკისპირულმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოში წყალდიდობები გამოწვია – ონის რაიონის რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ქუთაისის მოსახლეობასაც, სადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

„რაჭაში წყლის დონის მატება გადაუღებელი წვიმებითაა გამოწვეული, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი გაფრთხილება იყო გამოქვეყნებული. ნალექის ინტენსივობა დღის მეორე ნახევარში როგორც რაჭაში, ისე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემცრდება“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხვალ მცირე ნალექია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მეტეოროლოგების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა კვირის განმავლობაში 35 გრადუსს მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0