უამინდობა საქართველოში: სპეციალური კომისია ზარალს ითვლის

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიურაგანი
ურაგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა, ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ძლიერმა ქარმა დააზარალა ადგილობრივების საკარმიდამო ნათესები, წაქცეულია რამდენიმე ხეც.

დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ბოლნისის მერის მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი. პირველადმა ვიზუალურმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა, ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელმაც ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს.

დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება, განაცხადეს მერიაში.

ყველა ახალი ამბავი
0