წვიმა და ელჭექი: როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

© photo: Sputnikწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოში ცხელი, თუმცა ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 28 ივლისამდე ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 28–33 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა პლუს 32–34 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0