სიცხე უკან არ იხევს – დღეს თბილისში 40 გრადუსია მოსალოდნელი

© Sputnik / Alexander Imedashviliზაფხულის ცხელ დღეს
ზაფხულის ცხელ დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმოცგრადუსიანი სიცხე ერთი დღე შენარჩუნდება, შემდეგ ტემპერატურა ცოტა დაიკლებს – წვიმა ცოტა სიგრილეს მოიტანს.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოში ორშაბათს 40-გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი. მაღალი ტემპერატურა 21 ივლისამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35–40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33–38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში, 22 ივლისს

სამშაბათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა.

„შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უხვი ნალექის გამო მთიან ზონებში შესაძლებელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0