როდის აგრილდება საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / Olga Kiknavelidzeწვიმა შავი ზღვის სანაპიროზე
წვიმა შავი ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოში უკვე დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურის შემცირებასა და წვიმას გვპირდებიან.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ტემპერატურამ დღეს შეიძლება 42 გრადუსს მიაღწიოს, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, გვაფრთხილებენ სინოპტიკოსები.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რიყის პარკი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 10 ივლისს

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე – დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი თბილისშიც – დღისით 38 გრადუსია მოსალოდნელი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0