წვიმა, შტორმი, წყალდიდობა – საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / STRINGERშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ამინდი საქართველოში მკვეთრად გაუარესდება. სინოპტიკოსები ზღვაზე შტორმის, ასევე წყალდიდობებისა და მეწყრების შესახებ გვაფრთხილებენ.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 28 ივნისამდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„შესაძლებელია ქარის გაძლიერება. 25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა", – ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერმა ნალექებმა ქვეყნის მთიან ზონებში შეიძლება მეწყრული პროცესების ჩასახვა გამოიწვიოს.

„ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0