დავგეგმოთ დასვენება? სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი პლუს 31-33 გრადუსი დაფიქსირდება. 25 ივნისს თბილისში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი 27 ივნისამდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 33-38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივნისამდე კი დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა პლუს 23-28 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. 25 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 30-35 გრადუსამდე მოიმატებს.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი პლუს 31-33 გრადუსი დაფიქსირდება. 25 ივნისს თბილისში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

ყველა ახალი ამბავი
0