უამინდობა რაჭაში: ადიდებული მდინარეები, მეწყერი, წაღებული ხიდი

© photo: Oni Municipality Council / FBმეწყერი ონის რაიონში
მეწყერი ონის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოკისპირული წვიმების შედეგად ონის რაიონში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, წაღებულია საფეხმავლო ხიდი, ხოლო ცენტრალური საავტომობილო გზა მეწყერმა ჩაკეტა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. კოკისპირულმა წვიმამ რაჭაში ონის რაიონი ძლიერ დააზარალა.

როგორც ონის რაიონული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზეა აღნიშნული, გადაუღებელი წვიმის გამო სოფელ უწერაში ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე მუშუანი, ასევე ადიდდა რიონი, რომელმაც უწერისა და ეკლესიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი წაიღო.

ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზის 130-ე კილომეტრზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც მოძრაობა გარკვეული დროით გადაკეტა.

რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადგილზე დროულად იყო მობილიზებული მიმე ტექნიკა და გზა მალე გაიწმინდა.

ამჟამად მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0