წვიმა, თოვლი, ქარი - საქართველოში ცივი უქმეები გველოდება

© Sputnik / Alex Shlamovთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრამდე, ზოგან კი 20-25-მდე მოიმატებს

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მოღრუბლული, ცივი ამინდი, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მოყვანილი მონაცემები.

ეპიდემიამ ხალხს აჩვენა, რომ მთავარი ეკოლოგიურად სუფთა საკვებია, ანუ ზოგი ჭირი მარგებელია >>

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა პლუს 2 გრადუსამდე დაიკლებს, დღის განმავლობაში შაბათს გათბება 18 გრადუსამდე, კვირას - 15 გრადუსამდე. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით ბარში პლუს 2 გრადუსამდე აცივდება, დღის განმავლობაში შაბათს იქნება პლუს 14, კვირას - პლუს 13 გრადუსი.

სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
თოვლი და ზვავსაშიშროება: სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

მთაში სინოპტიკოსები თოვლსა და ყინვას ვარაუდობენ.

ყაზბეგში შაბათს ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 4 გრადუსი ყინვა, დღისით - პლუს 8. დღისით ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. კვირას მოთოვს - ღამით იქნება მინუს 3 გრადუსი, დღისით კი ტემპერატურა პლუს 3 გრადუსამდე აიწევს.

ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია მესტიაში.

ბათუმში უქმეებზე მოსალოდნელია წვიმა - ღამით პლუს 7-8 გრადუსი, დღისით ჰაერი 11-12 გრადუსამდე გათბება. კვირას ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

თბილისში უქმეებზე მოსალოდნელია ცივი ამინდი, უმეტესად უნალექოდ. ღამით ტემპერატურა იქნება პლუს 6 გრადუსი, დღის განმავლობაში ჰაერი 13-16 გრადუსამდე გათბება. შაბათს დედაქალაქში ქარი წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება, კვირას კი წამში 17-22 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

ყველა ახალი ამბავი
0