როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 4 აპრილს

გამოწერა
შაბათს დედაქალაქში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 15 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. სინოტპიკოსების პროგნოზით თბილისში შაბათს, 4 აპრილს დილიდან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევარში – ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა – პლუს 8 გრადუსი დედაქალაქში დაფიქსირდება 07:00–დან 10:00 საათამდე. დღისით კი მაქსიმალური ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება.

ქარი ღამით 10–15 მეტრი წამში დაუბერავს, ხოლო დღისით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:38 საათზე ამოვა და 19:30 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0