როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 3 აპრილს

გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში პარასკევს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, მოსალოდნელია სუსტი წვიმა

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 3 აპრილს, დღის პირველ ნახევარში უპირატესად მზიანი ამინდი, ხოლო დღის მეორე ნახევარში სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება 05:00–დან 07:00 საათამდე – პლუს 6 გრადუსი. დღისით კი ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:39 საათზე ამოვა და 19:28 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0