გაზაფხული ძალას იკრებს: სინოპტიკოსები დათბობას ვარაუდობენ

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში +24 გრადუსს მიაღწევს

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში დათბება – ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე სამშაბათს 24 მარტს თბილი ამინდია მოსალოდნელი, უპირატესად, უნალექო, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, 25 და 26 მარტს, დათბობის ფონზე ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქარი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 მარტს

ყაზბეგში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 2, ხოლო დღისით – პლუს 7 გრადუსი.

მესტიაში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი – ღამით იქნება მინუს 3, ხოლო დღისით – პლუს 16 გრადუსი.

სინოპტიკოსები უპირატესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ბათუმში – ღამით იქნება პლუს 9 ხოლო დღისით – პლუს 19.

დედაქალაქში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 17 გრადუსამდე.

ყველა ახალი ამბავი
0