საქართველოში 21 გრადუსამდე დათბება

გამოწერა
ჰაერის ტემპერატურის მატება უახლოეს დღეებში მოსალოდნელია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის 21 გრადუსამდე გაზრდას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კვირის ბოლომდე ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი 16-21 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 13-18 გრადუსამდე. ქარის სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით 8-13 მეტრი წამში იქნება.

მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ტემპერატურა 11-16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
როგორი ზამთარი გველოდება? სინოპტიკოსების პროგნოზი

ზოგადად, ამ ზამთარს ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოში ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა – ნორმის ფარგლებში.

ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5-7 გრადუსია, მთაში – 0-+2, მაღალ მთაში კი - -4-2. აღმოსავლეთ საქართველოში კი დაბლობში საშუალო ტემპერატურაა 0-+2 გრადუსი, მთაში – -2-0, მაღალ მთაში – -5-3 გრადუსი.

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო ხანებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 3-4 გრადუს სითბოს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში – 0-1 გრადუსს.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა 2014 წელს, მაშინ თერმომეტრი მინუს 13,9 გრადუსს აჩვენებდა. 1883 წელს დედაქალაქში ტემპერატურა მინუს 24 გრადუსამდე დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0