როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 20 ოქტომბერს

გამოწერა
დღისით დედაქალაქში 24 გრადუსამდე დათბება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში კვირას, 20 ოქტომბერს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ღამით ტემპერატურა +14 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ 24 გრადუსამდე დათბება. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:18 საათზე ამოვა და 18:12 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0