როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 7 ივლისს

გამოწერა
დედაქალაქში დღისით 31 გრადუსამდე დაცხება

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 7 ივლისს დღისით მზიან ამინდს, ხოლო საღამოს ნაწილობრივ მოღრუბლულობასა და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება +21 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური +31 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:33 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0