ძლიერი სტიქია ბორჯომში: სეტყვამ ქალაქს შეუტია

© photo: Megi Azarov / FBსეტყვა ბორჯომში
სეტყვა ბორჯომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვა 15 წუთის განმავლობაში გადაუღებლად მოდიოდა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბორჯომში ძლიერი სეტყვა მოვიდა, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.

სეტყვა და ძლიერი წვიმა 15 წუთის განმავლობაში გადაუღებლად მოდიოდა.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაიტბორა 9 აპრილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ინფორმაცია სტიქიით გამოწვეული ზარალის შესახებ.

ქალაქის მაცხოვრებლებმა ინტერნეტში სტიქიის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები გაავრცელეს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0