როდის ჩადგება ქარი საქართველოში?

გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ორ დღეში საგრძნობლად დათბება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.

ამინდი საქართველოში გასულ უქმეებზე გაუარესდა. ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექი მოვიდა. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრს აღწევდა.

„ამინდი 20 თებერვლიდან გაუმჯობესდება. ქარი ჩადგება და ნალექი შეწყდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა, 19 გრადუსამდე მოიმატოს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში მაინც დაბალი ტემპერატურა იქნება", – აღნიშნა ნიორაძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 თებერვალს

ძლიერი ქარი ორშაბათს უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში სამშაბათს ნალექია მოსალოდნელი, მთებში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3-8 გრადუსი იქნება. ქარი დასავლეთ საქართველოში 20-25 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ნალექი სამშაბათს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც არის მოსალოდნელი, ხოლო მთაში – თოვა. მაღალ მთაში ასევე ქარბუქი და ნისლია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +2-7 გრადუსი იქნება. ქარი დროგამოშვებით 20-25 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ყველა ახალი ამბავი
0