ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 თებერვალს

გამოწერა
დედაქალაქში ოთხშაბათს მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდი იქნება

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 20 თებერვალს თბილისში უპირატესად ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +5 გრადუსი იქნება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 07:50 საათზე ამოვა და 18:39 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0