საქართველოში 21 გრადუსამდე დათბება

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ტერიტორიაზე ხუთშაბათამდე ნალექი არ არის მოსალოდნელი

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მზიანი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა, დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 თებერვალს

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 16-21 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 7-12 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი წამში 17-22 მეტრს მიაღწევს. ასეთი ამინდი ოთხშაბათამდე შენარჩუნდება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი ხუთშაბათს გაუარესდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა პლუს 15-20 გრადუსს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 8-13 გრადუსს მიაღწევს.

ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0