საქართველოში დათბება: სინოპტიკოსები +19 გრადუსს პროგნოზირებენ

© photo: Sputnikჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვრის ბოლოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექი მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ - დასავლეთ საქართველოში +19 გრადუსია მოსალოდნელი.

გაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე - Sputnik საქართველო
გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 28-31 იანვარს ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექი მოსალოდნელი არ არის.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +14-19 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში - +10-15 გრადუსი.

უახლოეს დღეებში თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +10-12 გრადუსს მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0