თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, მათ შორის თბილისში, 14 იანვრის ღამეს მოსალოდნელია თოვლი და წვიმა, ხოლო დასავლეთ საქართველოში მცირედ იწვიმებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით იქნება მინუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 11 გრადუსამდე დათბება. დასავლეთში კი ღამით ჰაერი პლუს 2 გრადუსამდე გათბება, დღისით - პლუს 13 გრადუსამდე.
მთაში მოთოვს. გუდაურში მოსალოდნელია მინუს 12-5 გრადუსი. ბაკურიანში - მინუს 8-3 გრადუსი.
მესტიაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 5-2 გრადუსამდე დაიკლებს.
იმათ, ვინც ძველით ახალ წელს ბათუმში შეხვდება, უნალექო ამინდი და პლუს 7-11 გრადუსი ელოდება.
თბილისში ღამით იქნება პლუს 1 გრადუსი, დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.