თბილისის გარეუბანში პირველი თოვლი მოვიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსკამი კუს ტბაზე
სკამი კუს ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაბახმელასა და წყნეთში სველი თოვლი მოვიდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ამ სეზონზე თბილისში პირველი თოვლი ტაბახმელასა და წყნეთში მოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების სამსახურზე დაყრდნობით.

წუხელ თბილისში და, განსაკუთრებით, გარეუბნებში ჰაერის ტემპერატურამ კვლავ დაიწია.

„მაგრამ თოვლი, როგორც ასეთი, მშრალი, ჯერ არ მოსულა", – განაცხადა სამსახურის თანამშრომელმა.

უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა>>

საქართველოს მთიან რეგიონებში თოვლი უკვე მოვიდა. თოვისა და ყინვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გართულებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0