ამინდი თბილისობაზე — სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოწერა
სინოპტიკოსები დღესასწაულზე მშრალ ამინდს პროგნოზირებენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისობის დღესასწაულზე, რომელიც წელს 6-7 ოქტომბერს იმართება, სინოპტიკოსების პროგნოზით, მშრალი ამინდი იქნება.

შაბათს, 6 ოქტომბერს, მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 11 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით პლუს 20 გრადუსამდე აიწევს.

დაუბერავს 10-15მ/წმ სიმძლავრის ქარი, რომელიც დრო და დრო 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

კვირას ამინდი შედარებით გაუარესდება. მოსალოდნელია მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 11 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი პლუს 16 გრადუსამდე გათბება. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0