ზაფხული გრძელდება: უახლოეს დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სიცხე შენარჩუნდება

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, თუმცა ჰაერის ტემპერატურა არ დაიკლებს

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 27 აგვისტოს ჩათვლით უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

დასავლეთ საქართველოში იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30-35 გრადუსზე დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპიროზე ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +29-31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +28-33 გრადუსი იქნება.

ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ჰაერის ტემპერატურა +30-32 გრადუსს მიაღწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0