თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია

© Sputnik / Alex Shlamovწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ღამით დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ძლიერი წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო, გმირთა მოედნიდან – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გზებზე შეზღუდვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს.

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა — დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ავტოტრანსპორტის გადაადგილება გართულებული იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ამოტუმვით სამუშაოებს ახორციელებდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0