ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikძლიერი წვიმა თბილისში
ძლიერი წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 127 შეტყობინება შევიდა.

თბილისში დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

სეტყვა - Sputnik საქართველო
ახმეტაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა

მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ჯგუფები რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

წყნეთის ქუჩაზე მიწის საფარი ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

ქუთაისის ქუჩაზე დაიტბორა სკოლის პირველი სართული, ხოლო პეკინის გამზირზე მაღაზია დაიტბორა. ორივე მისამართზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ღამით დასრულდა.

მაყაშვილის ქუჩაზე კი ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს, აცხადებენ სამსახურში.

თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

გასულ ღამეს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად პრობლემები თელავსა და ახმეტაშიც შეიქმნა. თელავში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც. ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება.

​ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო ახმეტასა და თელავში არავინ დაშავებულა.


ყველა ახალი ამბავი
0