ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 აგვისტოს

გამოწერა
დღისით დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 15 აგვისტოს თბილისში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

თბილისში დილით ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, მაგრამ ნაშუადღევს გამოიდარებს და შემდეგ ნათელი დღე შენარჩუნდება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით — +21 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით — +26 გრადუსი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:08 საათზე ამოვა და 20:01 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0