ამინდი არ ხუმრობს: საქართველოში მოსალოდნელია შტორმი და წყალდიდობა

© Sputnik / Seyran Baroyanცარიელი კაფე ბათუმის ბულვარზე შტორმის შემდეგ
ცარიელი კაფე ბათუმის ბულვარზე შტორმის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის მომატება მდინარეებში, შავ ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 1-დან 5 აგვისტომდე მოსალოდნელია გრილი და ნოტიო მასების გავრცელება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. შავ ზღვაზე შტორმი 3-4 ბალს შეადგენს.

ბათუმი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება აგვისტოში შავი ზღვის სანაპიროზე

სინოპტიკოსები აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის მომატება მდინარეებში, მთებში კი — მეწყრული პროცესებისა და ღვარცოფული ნაკადების აქტივიზაცია. 

ივლისის ბოლოს უამინდობამ საქართველოს სამი რეგიონი — შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი დააზარალა. ძლიერი ნალექის შედეგად კრწანისში სახლები დაიტბორა. წყლის დონემ 1,5 მეტრს მიაღწია. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 3 აგვისტოს >>

რუსთავში წყლის ნაკადმა დატბორა რამდენიმე ქუჩა, მათ შორის ცენტრალური შარტავას ქუჩა.

ძლიერი წვიმის შედეგად წყალქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები გორში.

ძლიერი წვიმა კახეთის ოთხ სოფელს დაატყდა თავს. პრობლემები შეექმნა სიღნაღის რაიონის მოსახლეობასაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0