როგორი ამინდი იქნება აგვისტოში შავი ზღვის სანაპიროზე

გამოწერა
თვის დასაწყისში მთელ საქართველოში მერყევი ამინდია მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმებით

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აგვისტოს დასაწყისში აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი ხანმოკლე წვიმებით, განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხანმოკლე პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ჰაერის ტემპერატურა 1-4 აგვისტოს შეიძლება +26-27 გრადუსამდე დაეცეს. ხანმოკლე წვიმები უფრო მოსალოდნელია დღის მეორე ნახევარში — საღამოს ოთხიდან ექვს საათამდე.

ანსამბლ „სალხინოს“ წევრები - Sputnik საქართველო
„ფოლკლორის დღეები“ ბათუმში ერთ თვეს გაგრძელდება

აგვისტოს დასაწყისში ამინდს განაპირობებს შედარებით ცივი ჰაერის მასები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაზე ახდენს გავლენას. მასების გადასვლა შავი ზღვის აკვატორიაში გამოიწვევს ტემპერატურის დაწევას რამდენიმე გრადუსით და ღრუბლიანობას.

საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც ასევე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი ხანმოკლე წვიმებით.

დოდო გვაზავას განცხადებით, აგვისტოში — ზაფხულის მესამე თვეში მზის დახრილობა დედამიწის მიმართ უკვე იცვლება. ამ პერიოდში ამინდი სხვადასხვაგვარია. ხანდახან ტემპერატურა შეიძლება 5-6 გრადუსით დაეცეს, ხანდახან კი 42-43 გრადუსამდე მოიმატოს.

გვაზავამ მოსახლეობას მოუწოდა, ამინდის პროგნოზს უწყების ვებ-გვერდზე მიადევნონ თვალი.

ყველა ახალი ამბავი
0