ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 2 ივლისს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისი დედაქალაქში ცხელი ამინდით დაიწყება

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ივლისის პირველი სამუშაო დღე საკმაოდ ცხელი იქნება – სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ორშაბათს, 2 ივლისს მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

ღამით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

სიცხე პიკს 16:00 საათზე მიაღწევს. ექიმები გვირჩევენ, ამ დროს ქუჩაში დიდხანს არ დავყოვნდეთ. საღამოს, 22:00 საათისთვის ტემპერატურა 29 გრადუსამდე ჩამოვა.

ქარი 5–10 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:30 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.


ყველა ახალი ამბავი
0