ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 28 ივნისს

გამოწერა
ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით 36 გრადუსამდე აიწევს

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 28 ივნისს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით 22 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო დღისით დაცხება — ტემპერატურა +36 გრადუსამდე მოიმატებს.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0