წვიმა მალე გადაიღებს – ამინდის პროგნოზი თბილისში

გამოწერა
დედაქალაქში პარასკევს ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში პარასკევს, 22 ივნისს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა თბილისში დაფიქსირდება ღამით +20 გრადუსი, ხოლო დღისით 31 გრადუსამდე მოიმატებს. ქარი 10-15 მეტრი/წამში სიჩქარით დაუბერავს.

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში ძლიერი წვიმაა, დღისით ცხელა, მაგრამ საღამოს კოკისპირულად წვიმს.

ყველა ახალი ამბავი
0