უამინდობის შედეგები: გურჯაანში მდინარემ გზა წაიღო

გამოწერა
სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გასულ წლებშიც არაერთხელ დაზიანდა

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შაბათს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, რამაც უამრავი პრობლემა გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები - Sputnik საქართველო
სრული მზადყოფნა: საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

სოფლის მოსახლეობა გარესამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, სიმონ ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება და ზარალის დადგენა კალაპოტში წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ეს არის ამ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რომელიც გასულ წლებშიც არაერთხელ დაზიანდა.

სოფელი ჭერემი გურჯაანიდან 28 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 17-18 ივნისს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სამსახურის თანამშრომლები სრულ მზადყოფნაი არიან.

ყველა ახალი ამბავი
0