თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 16 მარტს არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 07:12 საათზე ამოვა და 19:07 საათზე ჩავა.
დილიდან უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა, მცირე ნალექი დღის მეორე ნახევარში — 16:00 საათის შემდეგ არის მოსალოდნელი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +8, დღისით კი +14 გრადუსამდე იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, თუმცა, დროგამოშვებით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.