ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 22 თებერვალს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ხუთშაბათს 10 გრადუსამდე სითბო იქნება

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 22 თებერვალს უმეტესად მოღრუბლულ, მაგრამ თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:47 საათზე ამოვა და 18:42 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +5, ხოლო დღისით, 13 საათისთვის კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0