ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 თებერვალს

გამოწერა
თბილისში ხუთშაბათს 10 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 თებერვალს ცვალებად, მაგრამ თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:57 საათზე ამოვა და 18:33 საათზე ჩავა.

თბილისში ღამით მცირე ნალექია მოსალოდნელი, დილით წვიმა გადაიღებს და ღრუბლიანი ამინდი იქნება. 16:00 საათის შემდეგ კი გამოიდარებს.

ღამით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, დღისით კი +10 გრადუსს მიაღწევს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0