ამინდი საქართველოში: ძველით ახალ წელს მოთოვს

© photo: Sputnik / Shota Nozadzeბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ — ამ უქმეებზე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ითოვებს. 

პარასკევი, 12 იანვარი 

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ და დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვიმებს, ხოლო მთებში მოთოვს. იქროლებს 10–15 მ/წმ სიჩქარის ქარი, რომელიც დასავლეთში დროდადრო 17–22 მ/წმ–მდე გაძლიერდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 0–დან პლუს 5 გრადუსამდე ტემპერატურა, ხოლო დღისით — პლუს 7–12. მაღალ მთაში ღამით: 11–6 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4–პლუს 1 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა +3–8 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 8–13 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით: 7–2 გრადუსი ყინვა, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო. 

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო მაღალი ღრუბლიანობა, შესაძლოა ნისლიც. დაუბერავს 6–11 მ/წმ–ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 11 გრადუსი.

შაბათი, 13 იანვარი 

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთებში თოვლი. ქარის ძალა 10–15 მეტრს მიაღწევს წამში.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 1–პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო დღისით — პლუს 5–10 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით: 8–3 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4–პლუს 1 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა +4–9 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 5–10 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით: 7–2 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 3– პლუს 2 გრადუსი. 

თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობა. ღამით უნალექოდ, ხოლო დღისით ნალექით. დაუბერავს 10–15 მ/წმ–ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 8 გრადუსი.

კვირა, 14 იანვარი 

აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, ხოლო დასავლეთ საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.  ქარის ძალა აღმოსავლეთში 10–15 მეტრს მიაღწევს წამში, ხოლო დასავლეთში — 17-22მ/წმ–მდე გაძლიერდება.  

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 1–პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო დღისით — 0 პლუს 5 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით: 7–2 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 6–პლუს 1 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა +3–8 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 7–12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით: 10–5 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 2– პლუს 3 გრადუსი. 

თბილისში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, თოვლი და ნისლი. დაუბერავს 8–13 მ/წმ–ის სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 2 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 3 გრადუსი. 


ყველა ახალი ამბავი
0