თბილისობაზე თბილი და მზიანი ამინდი იქნება

© photo: Sputnik / Igor Astakhovგოგონები ყვავილების გამოფენაზე „თბილისობაზე“
გოგონები ყვავილების გამოფენაზე „თბილისობაზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისობის დღესასწაულებზე თბილისში 21-24 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს „თბილისობა 2017"-ის დღეებში, უქმეებზე თბილი და მზიანი ამინდი ელოდება.

თბილისობას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება. ეს თბილისელების ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია.

თბილისობა - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2017"-ის პროგრამა

უქმეებზე წვიმის ალბათობა მინიმალურია. შაბათ ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 8 გარდუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით 21 გარდუსამდე აიწევს. კვირა ღამით თბილისში მინიმუმ 10 გრადუსი სითბო იქნება, დღისით ჰაერი 24 გარდუსამდე გათბება.

ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — „ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი.

„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, „თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0