ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში, 27 სექტემბერს

© photo: Sputnikწვიმიანი შემოდგომა
წვიმიანი შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში შემოდგომა ძალას იკრებს - ოთხშაბათს წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

მთელი ღამის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მცირე ნალექი და მოღრუბლულობა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. მზე 06:52 საათზე ამოვა.

შემოდგომის სიცივე ამ დღეს განსაკუთრებით იქნება საგრძნობი — ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწევს. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 06:00 საათზე დაფიქსირდება, როცა თერმომეტრის სვეტი 16 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება.

ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი იქნება წამში. მზე 18:50 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0