ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 სექტემბერს

გამოწერა
სინოპტიკოსების ვარაუდით, ორშაბათს თბილისში ცხელი ამინდი იქნება.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ორშაბათს ცვალებადი ამინდი იქბება — მზიან დილას წვიმიანი საღამო შეცვლის.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, ორშაბათს, 25 სექტემბერს თბილისში უმეტესად ცხელი ამინდი იქნება, თუმცა საღამოს იწვიმებს. მზის ამოსვლა — 06:50 საათზე.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დილის 5 საათზე იქნება — 18 გრადუსი სითბო. ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს 16:00 საათზე მიაღწევს — 27 გრადუსი სითბო. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა —18:53 საათზე. 16:00 საათის შემდეგ წამოვა წვიმა, რომელიც 22:00 საათზე გადაიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0